Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი გავლენის ბერკეტებზე


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უარყოფს მოსაზრებას, რომ, მიუხედავად ოფიციალური პოლიტიკური პოსტის დატოვებისა, ის დღემდე ინარჩუნებს გავლენის ბერკეტებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა 2 ივნისს ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში: „ჩემი ძალაუფლება არის მხოლოდ ის, რომ ხალხი მენდობა და ხალხს აქვს ჩემზე დამოკიდებულება, როგორიც აქვს. და ჩემს სიტყვას აქვს ფასი და არა ის ფინანსები, ვთქვათ, რომელიც არანაკლები გააჩნიათ ამ გუნდს, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში, რაც კი იწარმოებოდა საქართველოში, ერთ გუნდში გადაინაწილეს“, - განაცხადა ივანიშვილმა პირველ ინტერვიუში 30 მაისს მისი მორიგი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ.

გადაცემა "ინტერVIEW"-ს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საუბრის სრული ვერსია 2 ივნისს, თბილისის დროით 20:40 საათზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG