Accessibility links

logo-print

ქუთაისში გაიმართა "ქართული ოცნების" აქცია


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ქუთაისში ათასობით ადამიანი დაესწრო კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციას. მიტინგის მონაწილეებს სცენიდან, რომელიც დაჯავშნული მინით იყო დაცული, სიტყვით მიმართა "ქართული ოცნების" ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, კოალიციას დაგეგმილი აქვს ქართული სოფლის აღორძინება, რისთვისაც საგანგებოდ დაფუძნდება ერთმილიარდიანი ფონდი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ივანიშვილმა დაასახელა იმერეთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის არიან კახი კალაძე, გუბაზ სანიკიძე და ელისო ჩაფიძე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისის აქციამ მშვიდ გარემოში, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG