Accessibility links

logo-print

ივანიშვილი: საქართველოს სტრატეგია არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოს სტრატეგია, სურვილი, რომ გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი, არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან, თუმცა რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სახიფათოა რუსეთის სახელმწიფოსათვის. ივანიშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა 2 ივნისს, რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ ტელეპროგრამაში "ინტერVIEW". მისი აზრით, საქართველოს ლოდინი მოუწევს: „ჩვენ მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ და გავამაგროთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ავაყვავოთ ჩვენი ეკონომიკა და დაველოდოთ სწორ დროს, როცა რუსეთიც გააცნობიერებს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც შეძლებენ და დაინახავენ, რომ დროა, რომ საქართველო გახდეს წევრი ნატოს, თუ ევროკავშირის. და ჩვენი ამას ყველაფერს მოთმინებით უნდა დაველოდოთ“ - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG