Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი ახალ მიმართვას აქვეყნებს


ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც რუსულ პოლიტიკასთან მის კავშირს ”ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორს და აბსურდულ ბრალდებას” უწოდებს. ბიზნესმენი კვლავ საუბრობს მიზეზებზე, რომლის გამოც პოლიტიკური საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა, განმარტავს მედიისადმი არცთუ დადებითი დამოკიდებულების საფუძველს და შეთავაზების შინაარსს. ამავე წერილში ბიძინა ივანიშვილი აღიშნავს, რომ ვერ ითანამშრომლებს „ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან“. ასეთებად ბიზნესმენი მიიჩნევს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ-დემოკრატიულ, ლეიბორისტულ, ქართულ, ”თორთლაძის და დავითაიას პარტიებს.” ამასთან, ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრობას სთავაზობს ქართული პარტიის თავმჯდომარეს სოზარ სუბარს. მათ შორის, ვისთანაც თანამშრომლობას აპირებს, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად ასახელებს ”თავისუფალ დემოკრატებს” და რესპუბლიკელებს, თუმცა, დასძენს, რომ ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, რესპუბლიკურ პარტიასთან გარკვეული შეკითხვები აქვს. ამავე წერილში ბიზნესმენი საქართველოს შს მინისტრს მოიხსენიებს, როგორც ”კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისების მქონე პიროვნებას” და ვანო მერაბიშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს გადადგომა ურჩიოს და უარის შემთხვევაში თავად გადადგეს.
XS
SM
MD
LG