Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა ორმაგი მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს


სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნასთან დაკავშირებით. განცხადების მიხედვით, ივანიშვილმა, როგორც სხვა ქვეყნის - საფრანგეთის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად უნდა ითხოვოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება. არადა მას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით. სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება გააუქმა მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG