Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას ძველი ახალი პრეზიდენტი ჰყავს


უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი (მარცხნივ) ფიფას პრეზიდენტად არჩევას ულოცავს იოზეფ ბლატერს.
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი (მარცხნივ) ფიფას პრეზიდენტად არჩევას ულოცავს იოზეფ ბლატერს.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფას) პრეზიდენტი ზედიზედ მეხუთე ვადით გახდა შვეიცარიელი იოზეფ ბლატერი, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის და ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფონზე. ციურიხში გამართულ კენჭისყრამდე, ბლატერმა პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში ფიფას „შტორმიდან“ გამოიყვანდა.

„გპირდებით ძლიერ ფიფას, მსურს ისევ ავიდეთ მწვერვალზეო“, უთხრა ბლატერმა ფიფას კონგრესის დელეგატებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი 209 ქვეყნიდან, რომელიც ციურიხში შეიკრიბნენ. 79 წლის ბლატერის მეტოქე იყო იორდანიის 39 წლის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, რომელმაც პირველი ტურის შემდეგ მოხსნა თავისი კანდიდატურა.

მსოფლიო ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ბლატერის გადადგომისა და კენჭისყრის გადადების მოწოდება, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე.

27 მაისს შვეიცარიის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი მოხელე დააპატიმრა. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობისა და ფულის გათეთრების ეჭვით, რაც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ტურნირების მასპინძლობის უფლების მინიჭებას, შესაბამისად, რუსეთისა და კატარისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG