Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩმა“ დატოვა კოალიცია „სახელმწიფო ხალხისათვის“ და აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში


ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც პარტია ტოვებს საარჩევნო ბლოკს„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ და აღარ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. თუმცა, "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის განცხადებით, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.

XS
SM
MD
LG