Accessibility links

logo-print

ფესტივალი წიგნის მეგობრებს ეპატიჟება


28 მაისს თბილისში, „ექსპო-ჯორჯიის“ საგამოფენო კომპლექსში, გაიხსნა თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი. მისი ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. იგეგმება ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ ავტორებთან, საჯარო კითხვა და სხვა აქციები. ფესტივალი, რომელიც კულტურის სამინისტროს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება, 31 მაისამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG