Accessibility links

logo-print

გაიზარდა თუ შემცირდა ტურისტების რაოდენობა წელს ბორჯომში?


ბორჯომი

ბორჯომი

2013 წლის ზაფხულის სეზონზე ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებ ტურისტს უმასპინძლა. არამდგრადი ამინდები, გაუარესებული სოციალური მდგომარეობა და არასახარბიელო ინფრასტრუქტურა – ჩამოთვლილმა მიზეზებმა, ბორჯომელების აზრით, დამსვენებელთა სიმცირე გამოიწვია.

დამსვენებელთა სიმცირეს უჩივიან ბაკურიანშიც. კურორტზე ამბობენ, რომ ხალხი აქ ძირითადად ჰაერის გამო ჩამოდის, თუმცა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ სეზონის ჩავარდნა ცუდმა ამინდებმა განაპირობა. ბაკურიანში გასართობი ადგილების მოწყობასა და ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ.
ბორჯომის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, წელს კურორტს 13 000 დამსვენებელი ესტუმრა. არტურ სტეფანიანის აზრით, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა რომანოვების სასახლის დათვალიერებაა. ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდება. ოფიციალური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია.

ტურიზმის ცენტრში ფიქრობენ, რომ უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად რომანოვების სასახლის გახსნა ბორჯომისთვის საუკეთესო რეკლამა იქნება. დამსვენებელთა სიმცირეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი ცუდი ამინდებით ხსნის. დიმიტრი ბერიძე აცხადებს, რომ კურორტი მომავალ სეზონს უფრო მომზადებული შეხვდება.

გაიზრდება თუ არა დამსვენებელთა რაოდენობა მომავალ სეზონზე, ეს ინფრასტრუქტურისა და სერვისის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული, – განმარტავენ ბორჯომელები. ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების შემთხვევაში კი მოსახლეობას სოციალური პრობლემები ნაკლებად ექნება, – ფიქრობენ ისინი.
XS
SM
MD
LG