Accessibility links

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ასობით კუბურ მეტრ წიწვოვან ხეებს ჭრიან. საკურორტო ქალაქში ამბობენ, რომ ტყეს ქერქიჭამია ხოჭო ,,ტიპოგრაფი“ შეესია, რის გამოც სანიტარული ჭრების დაწყება გახდა საჭირო. წინასწარ დანომრილი და შერჩეული ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე რამდენიმე ბრიგადა სამი კვირაა მუშაობს, – ამბობს ტყისმცველი ზაალ სტეფნაძე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ პროცესი დაგვიანებულია. პრობლემის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. 2015 წელს 1 300 კუბური მეტრი დაზიანებული ხე-ტყიდან მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავისი ძალებით გამოიტანა, თუმცა პარაზიტი დიდ ტერიტორიას მოედო და მასთან გამკლავება ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებს აღემატება, ­­-აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე.

დაზიანებული ხეების მოჭრისთვის ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტენდერი ოთხ კვარტალზე გამოაცხადა. ოთხივე ტენდერი შპს ,,777“-მა მოიგო. აღნიშნული სამუშაოებისთვის სულ 122 271 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას გამოყოფილ ტყეკაფებში 3 300 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოჭრა, გაქერქვა და ადგილზე დასაწყობება ევალება, – განმარტავს შპს „777“-ის დირექტორი ალეკო გოგოლაძე.

სანიტარულ ჭრებს მონიტორინგს უწევს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტყეში ბუნებრივი განახლების პროცესი დაწყებულია, თუმცა ამას ასობით წელი სჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG