Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა

მარცხნიდან მარჯვნივ: ბოსნიის მორიგე პრეზიდენტი დრაგან ჩოვიჩი, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კენდერსი და საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე. 2016 წლის 15 თებერვალი.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ გასულ კვირაში ოფიციალურად წარმოადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ 15 თებერვალს განაცხადა საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. თუმცა, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ბალკანეთის ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს წევრი ქვეყნისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმს. ბოსნიის ფედერაციის მეორე სუბიექტმა, ბოსნიის რესპუბლიკა სრპსკამ განაცხადა, რომ მასთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ბოსნიის მთავრობას არ ჰქონია კონსულტაციები იმ კანონმდებლობისა და პოლიტიკის თაობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის კავშირში გაწევრიანების მოთხოვნებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG