Accessibility links

logo-print

ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში გრძელდება ბრძოლები


ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ყუნდუზის აეროპორტის მახლობლად

ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ყუნდუზის აეროპორტის მახლობლად

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზში მეორე დღეა ბრძოლები გრძელდება მას შემდეგ, რაც ქალაქი თალიბანმა დაიკავა. სამშაბათს ამერიკის საჰაერო ძალებმა ორი ავიადარტყმა განახორციელეს და თავიდან აიცილეს თალიბანის მებრძოლების მიერ აეროპორტის დაკავება. ავღანეთი აცხადებს, რომ ბრძოლებში მოკლეს თალიბანის ადგილობრივი ლიდერი, თუმცა თალიბანი ამ ინფორმაციას უარყოფს. პენტაგონი აცხადებს, რომ ყუნდუზის დაკავება პრობლემებს ქმნის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ავღანეთის უშიშროება შეძლებს ქალაქის დაბრუნებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG