Accessibility links

logo-print

ნატო: რუსეთი და სირია დასავლეთის წინააღმდეგ „იარაღად“ იყენებენ მიგრანტთა კრიზისს


ფილიპ ბრიდლავი

ფილიპ ბრიდლავი

ნატოს სამხედრო სარდალი, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, რომელიც სათავეში უდგას 28-წევრიან სამხედრო ალიანსს, აცხადებს, რომ რუსეთმა და სირიამ ლტოლვილების კრიზისი აქციეს „იარაღად“ დასავლეთის წინააღმდეგ, რათა დასავლეთს დააკლდეს სამოქმედო რესურსები „აგრესიული“ რუსეთის შესაჩერებლად. როგორც გენერალი აღნიშნავს, ომით გაჩანაგებული სირიიდან ასიათასობით მიგრანტის ჩასვლა ევროპაში იწვევს დესტაბილიზაციას, რაც ხელს აძლევს მოსკოვს. ეს შეფასება გამოთქვა ბრიდლავმა 1 მარტს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას. მისი თქმით, მოსკოვი და დამასკი განზრახ უწყობენ ხელს სირიელების მასობრივად გაქცევას მშობლიური ადგილებიდან, რისთვისაც გამოიყენება რუსეთის მიერ ოპოზიციის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბომბვა, აგრეთვე სირიის ლიდერის მიერ კასრის ბომბების გამოყენება დასახლებულ ადგილებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG