Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ოფიციალურად აამოქმედა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა


ტიმ ბაროუ (მარცხვნივ) და დონალდ ტუსკი
ტიმ ბაროუ (მარცხვნივ) და დონალდ ტუსკი

ბრიტანეთმა ოფიციალურად აამოქმედა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკისათვის შესაბამისი წერილის გადაცემით.

ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩმა, ტიმ ბაროუმ დღეს ბრიუსელში გადასცა ტუსკს დოკუმენტი, რომელსაც მანამდე ხელი მოაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. ამ ნაბიჯამდე ცხრა თვით ადრე ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას.

ბრიტანეთი 1973 წლიდან არის ბლოკის წევრი და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აამოქმედა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ევროკავშირიდან გასასვლელად. შედეგად, ბრიტანეთსა და ბრიუსელს ორი წელი ეძლევათ გასვლის პირობებზე შესათანხმებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG