Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტმა კენჭისყრაზე უნდა გადაწყვიტოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხი


პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი
პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ლონდონში მდებარე უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაწყებაზე გადაწყვეტილებას კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს.

3 ნოემბრის დადგენილება ნიშნავს, რომ მთავრობას თავად არ შეუძლია ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ინიცირება, რაც ბლოკიდან გასვლის პროცესის დაწყების შესახებ ევროკავშირის ინფორმირებას გულისხმობს. ბრიტანეთის მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ევროკავშირიდან გამოსვლას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რეფერენდუმზე, რომელიც პარლამენტის მიერ იყო დამტკიცებული. და მთავრობა ვალდებულია პატივი სცეს რეფერენდუმის შედეგებს“, - აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მანამდე განაცხადა, რომ იგი ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ თავად მიმართავდა ბრიუსელს. ამ მუხლის ამოქმედების გარეშე, ევროკავშირი ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის გეგმის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG