Accessibility links

logo-print

ბრიტანეთს ევროკავშირის სასწრაფო დატოვებისაკენ მოუწოდებენ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით ევროკავშირის დამფუძნებელი ექვს სახელმწიფოს სურს, რათა ბრიტანეთმა „რაც შეიძლება სწრაფად“ დაიწყოს კავშირის დატოვება, რათა ბლოკი არ აღმოჩნდეს ჩათრეული რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. შტაინმაიერმა ეს რემარკა 25 ივნისს საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ გააკეთა. გასვლის პროცესი რომ დაიწყოს, ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის თანახმად, ბრიტანეთმა ოფიციალურად უნდა დაადასტუროს საკუთარი განზრახვა. მაგრამ ბრიტანეთის კონსტიტუციით ასეთი ნაბიჯი საჭიროებს საპარლამენტო აქტს, რომელმაც ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატასა და ყველა კომიტეტში უნდა გაიაროს განხილვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 24 ივნისს განცხადა, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას და პოსტს ოქტომბრამდე დატოვებს. მანამდე კამერონი არ აპირებს ლისაბონის შეთანხმებაზე აპელირებას და ამ მოვალეობას შემდგომ მთავრობას გადაულოცავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG