Accessibility links

logo-print

ლიტვა იმედოვნებს, რომ ქართველებს "ძალიან მალე“ ექნებათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება


ალგირდას ბუტკევიჩუსი

ალგირდას ბუტკევიჩუსი

ლიტვის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩუსი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს „ძალიან მალე“ ექნებათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ეს იმედი მან გამოთქვა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ვილნიუსში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ლიტვის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მანვე გამოთქვა შეშფოთება ცნობებით, რომლებიც ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება არის საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG