Accessibility links

logo-print
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო- და ვიდეოგადაღების ახალი რეგულაციების შესახებ. როგორც ორშაბათს განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, კენჭისყრის დაწყების შემდეგ ფოტო- და ვიდეოგადაღებისათვის გადაადგილება თავისუფალი იქნება 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც კამერები განთავსდება საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე. ადგილი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. ხარატიშვილის განმარტებით, კენჭისყრაში იმ პირთა მონაწილეობისას, რომელთა მიმართაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. ეს რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე. ცესკოს ახალ დადგენილებას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო ორი. დადგენილებით გათვალისწინებულ წესებს აკრიტიკებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG