Accessibility links

logo-print
twitter

საქართველო "თავისუფლების რომანის" ავტორს ემშვიდობება


1972 წელს ჟურნალი „ცისკარი“, რომელშიც „დათა თუთაშხია“ პირველად დაიბეჭდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. ხალხმა თავდავიწყებით დაიწყო ჭაბუა ამირეჯიბის ამ რომანის კითხვა. აღმოჩნდა, რომ ადამიანის არსებობაში კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი ის თემა იყო, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებდა ქართულ საზოგადოებას. ცოტა ხანში ჭაბუა ამირეჯიბი, რომელსაც პოპულარობა არც მანამდე აკლდა, ქართული ლიტერატურის მეტრი ხდება, „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაცია კი ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა აღიარებული. დღეს საქართველო ჭაბუა ამირეჯიბის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG