Accessibility links

გენერალი შუბლაძე: გენერალი ჩაჩიბაია ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა


ჯარისკაცები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე

ჯარისკაცები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე

პირველივე საკადრო გადაწყვეტილება გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსობას უწინასწარმეტყველებენ, სკანდალური აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ჩაჩიბაიას წარდგინებით, თავდაცვის მინისტრმა იზორიამ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა ოფიცრები, რომლებიც არც განათლებითა და კომპეტენციით შეესაბამებიან მოთხოვნებს და არც უმწიკვლო წარსული აქვთ - მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელქვეითების საჯარო შეურაცხყოფა ბრალდებათ.

სკანდალის შემდეგ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს, გენერალური ინსპექცია კი მათი დანიშვნის კანონიერებას სწავლობს. მაგრამ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ სად გაქრა გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ოფიციალურად ჯერ კიდევ ასრულებს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის როლს, ხოლო გენერალი ჩაჩიბაია, ჯერ არ არის გენშტაბის უფროსი. ამ ყველაფერს ჯერჯერობით მშვიდად ადევნებს თვალს საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც კანონით ევალება გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა სარდლების მოხსნა-დანიშვნა. არის თუ არა ორხელისუფლებიანობა საქართველოს არმიის გენერალურ შტაბში და თამაშობს თუ არა მეხამრიდის როლს გენერალი ჩაჩიბაია, გენშტაბის პოტენციური უფროსი, რომელიც 2009 წელს უხმაუროდ გამოეთხოვა ამ თანამდებობას და სამხედრო მუნდირი სამოქალაქო კოსტიუმზე გაცვალა.

ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს თადარიგის გენერალი თენგიზ შუბლაძე, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი 1992-2000 წლებში - იმ აკადემიისა, რომლის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულიცაა გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG