Accessibility links

logo-print

ჩაქვში 30-ზე მეტი ოჯახი საკუთრების გარეშე დარჩა


აჭარა, შავი ზღვის სანაპირო

აჭარა, შავი ზღვის სანაპირო

დაკანონებული საკუთრების გარეშე დარჩა აჭარის მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილი. საუბარია დაბა ჩაქვში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებსაც დაახლოებით ორი წლის წინ მიწა საკუთრებად დაუკანონა ქობულეთის რაიონის შესაბამისმა სამსახურმა. 2010 წლიდან ჩაქვი ქობულეთის რაიონს ჩამოაშორეს და შეუერთეს ბათუმს, რომლის საკრებულომ 30-ზე მეტი ოჯახი ახლახან საკუთრების გარეშე დატოვა. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელა. რაც შეეხება საკუთრების გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ისინი კომპენსაციას ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG