Accessibility links

logo-print

"შარლი ებდოს" მთავარი რედაქტორი ნიუ-იორკში დააჯილდოვეს


დაჯილდოვება ნიუ-იორკში

დაჯილდოვება ნიუ-იორკში

ჟურნალის მთავარი რედაქტორი ჟერარდ ბიარდი და კინო-კრიტიკოსი ჯან ბატისტ ტორე ნიუ-იორკში ორგანიზაცია „პენ“-ის გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს მიღების ყოველწლიურ ცერემონიას დაესწრნენ. პარიზში, ჟურნალის რედაქციას იანვარში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებით გაბრაზებული ორი შეიარაღებული ისლამისტი დაესხა თავს. შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 11 ადამიანი.

ჟერარ ბიარდი: „ჟან ბატისტი და მე ძალიან ვამაყობთ აქ ყოფნით ან ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს.“

„პენ“-ის 200-მდე წევრმა „შარლი ებდოს“ დაჯილდოვების წინააღმდეგ წერილი გამოაქვეყნა. ისინი ამბობენ, რომ ჟურნალის ზოგიერთი კარიკატურა კულტურულად შეურაცხმყოფელი და რასისტულიც კი იყო. ჟურნალის დამცველებს შორისაა ცნობილი ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი, რომელიც 1988 წელს „სატანური ლექსების“ გამოქვეყნების შემდეგ ისლამისტების მუქარის და დევნის ობიექტი გახდა. მისი მკვლელობის ბრძანება მაშინ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ გასცა, რის შემდეგაც მწერალს ბრინატეთის მთავრობა იცავდა.

სალმან რუშდი: „თუ გამოხატვის თავუსუფლების ორგანიზაცია ხარ, თუ სიტყვის თავისუფლების გჯერა, მაშინ ისეთი სიტყვის გამოხატვისაც უნდა გჯეროდეს, რომელიც არ მოგწონს. თუ მხოლოდ ისეთი სიტყვის თავისუფლება მოგწონს, რომელიც შენს მორალს შეესაბამება, ამას ცენზურა ჰქვია.“

ღონისძიებაზე „შარლი ებდოს“ თანამშრომლების დასწრების და გასულ კვირას ტეხასის ქალაქ დალასში მომხდარი თავდასხმის გამო, შენობაში შესვლამდე ცერემონიალის სტუმრებს მეტალო დეტექტორის შემოწმების გავლა მოუხდათ.

XS
SM
MD
LG