Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს რუსი დისიდენტი ოლეგ ვოროტნიკოვი


ოლეგ ვოროტნიკოვი
ოლეგ ვოროტნიკოვი

ჩეხეთში გაათავისუფლეს რუსეთის არტ-ჯგუფის, „ვოინას“ წევრი ოლეგ ვოროტნიკოვი. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პრაღის სასამართლომ. ვოროტნიკოვის, მისი ცოლის, ასევე ბავშვების მიმართ აღძრულია საქმე ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ. ვოროტნიკოვმა სასამარლოს პირობა მისცა, რომ არ დატოვებს პრაღას, სანამ რუსეთისთვის მისი შესაძლებელი გადაცემის თაობაზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. რუსეთში ის ხულიგნობაშია ეჭვმიტანილი. ვოროტნიკოვის ადვაკატმა, რადიმ კოზუბმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. ვოროტნიკოვმა 2011 წელს დატოვა რუსეთი, როცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობს თავშესაფრის მოპოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG