Accessibility links

“ჩემი რეპრესია შენი რეგრესია” - ასე ჰქვია აქციას, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია 24 ნოემბერს მოაწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, თბილისში. აქციის ორგანიზატორთა მტკიცებით, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არსებული კანონმდებლობის პირობებში, ბოლო ათი წლის მანძილზე ახორციელებდა დამსჯელობით ღონისძიებებს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, მიმართავდა ეგრეთ წოდებულ “ქუჩის ნარკოტესტირებას”, რომელსაც აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, ჩვენი სტუდიის სტუმარი იურისტი პაატა საბელაშვილი ადამიანის უფლებათა დარღვევად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG