Accessibility links

logo-print

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის კატასტროფის 30-ე წლისთავს


რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლოს ფორმით განლაგებული სანთლები ქალაქ სლავუტიჩში, ჩერნობილის კატასტროფიდან 50 კილომეტრზე მდებარე ქალაქ სლავუტიჩში.

რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლოს ფორმით განლაგებული სანთლები ქალაქ სლავუტიჩში, ჩერნობილის კატასტროფიდან 50 კილომეტრზე მდებარე ქალაქ სლავუტიჩში.

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის 30-ე წლისთავს. ხსოვნის ცერემონია და მთელი რიგი ღონისძიებები იმართება მსოფლიოს ისტორიაში უმძიმესი სამოქალაქო ატომური კატასტროფის მორიგ წლისთავზე. 1986 წლის 26 აპრილს რეაქტორზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის საზღვრებს გასცდა და რუსეთში, ბელორუსიაში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა. ჩერნობილის კატასტროფამდე ატომურ ელექტროსადგურში დასაქმებული მუშებისათვის აგებულ ქალაქში, სლავუტიჩში, დღეს გაიმართა ცერემონია დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ცერემონიაში მონაწილეობდა ვასილი მარკინიც, რომელიც ინჟინრად მუშაობდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, კატასტროფის დროს. „ეს ტრაგედია სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება. მე ვერ დავივიწყებ. და ვერც ვერავინ დაივიწყებს, ვინც ეს ყველაფერი პირველი დღიდან გამოიარა. მე, მაგალითად, იქ ვიყავი ავარიის პირველი დღიდან, 26 აპრილიდან“, უთხრა სლავუტიჩში ცერემონიის მონაწილემ საინფორმაციო სააგეტო "როიტერსს". დღესვე მოგვიანებით ჩერნობილის ატომურ ელექტორსადგურთან გაიმართება ცერემონია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრება. 2010 წლიდან მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებულ რეაქტორზე სარკოფაგის ასაშენებლად. ამჟამად რეაქტორში, სავარაუდოდ, 200-მდე ტონა ურანი რჩება. შიშობენ, რომ თუ დაზიანებული რეაქტორი დაინგრევა, კვლავ წარმოიშვება რადიოაქტიური ღრუბელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG