Accessibility links

ჩერნოგორიამ და ნატომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს გაწევრიანების თაობაზე


მილო ჯუკანოვიჩი (მარცხნივ) და იენს სტოლტენბერგი

მილო ჯუკანოვიჩი (მარცხნივ) და იენს სტოლტენბერგი

ნატომ და ჩერნოგორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ჩერნოგორია გაწევრიანების თაობაზე, რაც ბალკანეთის ქვეყანას გზას უხსნის, გახდეს სამხედრო ალიანსის 29-ე წევრი.

ხელმოწერის ცერემონიას ბრიუსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი ესწრებოდა. მის თქმით, ჩერნოგორია ნატოს წევრი საბოლოოდ 2017 წელს გახდება, როდესაც დასრულდება ყველა პროცედურა. მანამდე კი ჩერნოგორია დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება ალიანსის სხდომებს. ალბანეთისა და ხორვატიის შემდეგ, ჩერნოგორია დასავლეთ ბალკანეთის მესამე ქვეყანაა, რომელიც ნატოს წევრი ხდება. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ უპასუხოდ არ დატოვებს ჩერნოგორიის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან შეშფოთებულია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG