Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ელექტროსადგურის ახალი დამცავი კონსტრუქცია


ჩერნობილის ელექტროსადგურის ახალი დამცავი კონსტრუქცია
please wait

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00

უკრაინაში ახალი სარკოფაგით დაფარეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული, მეოთხე რეაქტორიდან რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. მსოფლიოში უდიდესი ლითონის მოძრავი კონსტრუქცია ცვლის ბეტონის მოძველებულ სარკოფაგს, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ამ რეაქტორზე მაშველებმა აღმართეს 1986 წლის აპრილში მომხდარი ავარიის შემდეგ. ახალი სარკოფაგი სიმაღლეში 108 მეტრია და 1,6 მილიარდამდე დოლარად არის შეფასებული. მისი დაფინანსების უდიდესი ნაწილი რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა იტვირთა. ახალმა სარკოფაგმა მთელი საუკუნით უნდა შეაჩეროს რეაქტორიდან რადიაციის გაჟონვა. საბოლოოდ სპეციალისტები აპირებენ ძველი სარკოფაგის დემონტაჟს და ატომური ელექტროსადგურიდან ბირთვული საწვავის გატანას. გაეროს მონაცემებით, 1986 წლის ატომურმა კატასტროფამ 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა გარემოს დამცველი აქტივისტების ვარაუდით, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია და 100 ათასს აღწევს.

XS
SM
MD
LG