Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი იუწყება, რომ ბოლო ერთ წელიწადში დონეცკის და ლუგანცკის რეგიონებში 150-ზე მეტი ბავში დაიღუპა და დასახიჩრდა.

ანგარიშის მიხედვით შარშან აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად აქამდე ჯამში 6 000 ადამიანი დაიღუპა, 109 ბავშვი დაიჭრა და 42 დაიღუპა. ბავშვთა ფონდი იქვე აზუსტებს, რომ ანგარიში მთავრობის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა და ის არ მოიცავს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მხარეს დაჭრილების და დაღუპულების რაოდენობას. ამიტომაც, ბავშთა ფონდის სპიკერი კრისტოფ ბულიერაკი ამბობს, რომ ბავშვების დაშავებასთან დაკავშრებით ინფორმაცია ზუსტი არ არის.

“დაღუპული და ნაღმების აფეთქების შედეგად დასახიჩრებული ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა ანგარიშში სეპარატისტების მერ კონრტოლირებული ტერიტორიებიდან დაღუპულთა მაჩვენებელი რომ შესულიყო. შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ბევრი თემი უკიდურესი ძალადობის მომსწრე გახდა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გამოყენებით - მათი იარაღის ნარჩენები ქალაქებსა და სოფლებში აქამდეა შემორჩენილი,” ამბობს ბულიერაკი.

შეტაკებების დასრულების შემდეგ საბრძოლო ზონაში მსხვერპლი მაინც მატულობს. UNICEF ამბობს, რომ მთავრობის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებიდან იარაღის 33 700 ერთეული ამოიღეს.

ჯერ ისევ საფრთხის შემცველია საბრძოლო ტექნკის ნარჩენები,UNICEF აცხადებს, რომ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ბავშვები არიან, რადგან ხშირად აუფეთქებელი ნარჩენები პატარა ზომის ბრჭყვიალა ნაწილებია, რაც ბავშვებს სათამაშოებში ეშლებათ.

ბულიერაკის თქმით, UNICEF-მა პარტნიორებთან ერთად ნაღმების რისკების კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 500 000 ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის საგანმანათლებლო კამპანია წამოიწყო.

“კამპანია მოიცავს როგორც ბეჭდურ, ასევე ციფრულ და ვიდეო ფორმატს და 100 მასწავლებლისა და სკოლის ფსიქოლოგი ტრენინგს ნაღმებზე. ამ სფეროში გლობალური პროგრესის მიუხედავად უკრაინაში ვითარება მძიმეა, ბავშვები ნაღმების და საომარი იაღარის ნარჩენების მსხვერპლნი ხდებიან,” ამბობს ბულიერაკი.

ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს დანაღმულ ტერიტორიებზე 3308 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 1112 ბავში იყო, მათგან 333 დაიღუპა.

XS
SM
MD
LG