Accessibility links

logo-print

სულ რამდენიმე წლის წინ ჩინეთი საკმაოდ შორ და მიუღწეველ ქვეყნად გვესახებოდა, დღეს კი ეს ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2014 წლიდან საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 პროცენტით მოიმატა. გასული წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საქართველოში ქართული ღვინის მიერ ჩინეთის ბაზრის ათვისების დაწყებას მიიჩნევენ. ოფიციალური ინფორმაციით, წლის დასაწყისში დაფიქსირებულიექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაცქართული ღვინის ექსპორტისზრდამ 122 %-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2, 6 მილიონი ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ამას გარდა, საქართველომ გამოაცხადა, რომ განზრახული აქვსჩინეთთან დადოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამაც ეს ურთიერთობები უფრო ინტენსიური უნდა გახადოს. ამ ფონზე, ცხადია, ჩინეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები საქართველოსთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება:

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელი ჩინეთის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. წლის პირველივე სამუშაო დღეს, 4 იანვარს, ჩინეთში საფონდი ინდექსების მკვეთრი ვარდნის გამო, შანხაისა და შენჩჟენის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა შეჩერდა.

ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის CSI300-ის ინდექსი, რომელიც ჩინეთის 300 წამყვანი კომპანიის აქციების მაჩვენებელს ასახავს, 7 საპროცენტო პუნქტით დაეცა, რამაც ვაჭრობის ავტომატური შეჩერების სისტემა აამოქმედა. ჩინურ ბირჟებს 4 იანვარს მუშაობა აღარ განუახლებიათ. "ბიბისის" ცნობით, ვაჭრობის ავტომატური შეჩერების სისტემა ჩინეთის საფონდო ბირჟების ისტორიაში პირველად ამოქმედდა. ექსპერტები აქციების დაცემას ჩინეთის ინდუსტრიული მაჩვენებლების დაბალ ზრდას უკავშირებენ. კერძოდ, ახალ წლამდე რამდენიმე დამოუკიდებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა კვლევები, რომლის თანახმად, ჩინეთში კვლავ გაგრძელდება სამრეწველო წარმოების შემცირება. ჩინურ ბირჟებზე არსებული მდგომარეობა ტოკიოს ბირჟაზეც აისახა, სადაც Nikkei-ს ინდექსი 3 %-ით შემცირდა.

2016 წელი გაუფასურებით დაიწყო ჩინურმა იუანმაც. ჩინეთის ნაციონალური ვალუტა ბოლო დროს დოლართან დამკვიდრებული ნიშნულიდან, რაც 7-ს შეადგენდა, 6.58-ზე ჩამოვიდა. ანალიტიკოსები იუანის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან. გოლდმან საქსის პროგნოზით, იუანი წლის განმავლობაში სავალუტო კალათის მიმართ 3 %-მდე გაუფასურდება.

ჩინეთის ხელისუფლებამ ბანკებს მისცა სიტყვიერი განკარგულება, შეზღუდონ აშშ დოლარის გაყიდვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე. ამ ინფორმაციასFinancial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ გზით ჩინეთი ცდილობს კაპიტალის გადინების მზარდი ტენდენცია შეაჩეროს. ხელისუფლების განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია შანხაისა და შენჩჟენში ამერიკულდოლარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ. გამოცემის ინფორმაციით, შანხაის საშუალო ზომის ბანკებში წინასწარი შეკვეთის გარეშე დღეში 5 ათასი ამერიკული დოლარის შეძენაა შესაძლებელი, წინასწარი შეკვეთით კი - ათი ათასის. კვირაში მხოლოდ სამი შეკვეთის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩინეთში უცხოური ვალუტის შეძენა ისედაც შეზღუდულია: ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, წელიწადში მხოლოდ 50 ათასი დოლარი იყიდონ.

ცხადია, ამ ეტაპზე ჩინეთი საქართველოს ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს და ნაკლებად სავარაუდოა ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, უახლოეს პერიოდში განსაკუთრებულად აისახოს, თუმცა, ზოგადად, მსოფლიო ბაზრებზე ამ მოვლენებმა თავისი უარყოფითი ასახვა უკვე პოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG