Accessibility links

logo-print

სინგაპურში გაიმართა ჩინეთისა და ტაივანის ლიდერების ისტორიული შეხვედრა


მა ინცზიუ, სი ძინპინი

მა ინცზიუ, სი ძინპინი

ჩინეთისა და ტაივანის პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს ისტორიული შეხვედრის დროს, რაც პირველია 60 წლის განმავლობაში. დახურულ კარს მიღმა ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრა სინგაპურში 7 ნოემბერს გაიმართა.

შეხვედრის დაწყების წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთსა და ტაივანს უწოდა „ერთი ოჯახი“, რომელიც არ უნდა იყოს გაყოფილი. ტაივანის ლიდერი მა ინცზიუმ ხაზი გაუსვა ტაივანის ყურეში მშვიდობის დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რაც მოთმინებას, სიბრძნეს და პატივისცემას უნდა ემყარებოდეს.

სინგაპურში მიმდინარე მოლაპარაკებებს ჩინეთის საწინააღმდეგო პროტესტით შეხვდნენ ტაივანში, რომელთანაც ჩინეთს 1949 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG