Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთის სამყარო შეძრა ცნობებმა თამაშების მანიპულირების შესახებ


მსოფლიო ჩოგბურთის სამყარო შეძრა 18 იანვარს გავრცელებულმა ცნობებმა, რომლებშიც ბრალად სდებენ სპორტის ამ სახეობის მმართველ უწყებას, რომ ვერ მოახერხა წინ აღდგომოდა თამაშების მანიპულირებას, გარიგებებს, რომლებიც უკავშირდება ტოტალიზატორების სინდიკატებს რუსეთში, ჩრდილოეთ იტალიაში და სიცილიაში. გამოძიების დასკვნების შესახებ იტყობინებოდნენ „ბი-ბი-სი“, ასევე საინტერნეტო გამოცემა „ბაზფიდ ნიუსი“, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ ხელთ აქვთ ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით ჩატარებული გამოძიების დასკვნები. მათი ცნობით, მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგში პირველ 50 ჩოგანს შორის 16 სპორტსმენია ეჭვმიტანილი, რომ არაერთხელ იყვნენ კავშირში შეხვედრების მანიპულირებასთან. როგორც იტყობინებიან, „ჩოგბურთის ეთიკის კავშირს“ არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია თამაშების „გაყიდვის“ თაობაზე ეჭვის შესახებ, მაგრამ მან ვერ იმოქმედა საეჭვო ქცევის წინააღმდეგ, ან ვერ მიმართა სათანადო ზომებს. „ბი-ბი-სის“ თანახმად, რუსეთის, იტალიის და სიცილიური ტოტალიზატორების სინდიკატებმა ასეულათასობით დოლარი მოიგეს თამაშების შედეგების თაობაზე, მათ შორის უიმბლდონის სამ ტურნირზე, გარიგების შედეგად. ჩოგბურთის ორგანიზაციებმა უარყვეს „ბი-ბი-სის“ და „ბაზფიდ ნიუსის“ ცნობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG