Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ აამუშავა ატომური იარაღის საწვავის საწარმოები


ნიონგბიონის ბირთვული კომპლექსი

ნიონგბიონის ბირთვული კომპლექსი

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ კვლავ აამუშავა ატომური ბომბის საწვავის საწარმოები. ინფორმაციით, რომელიც 15 სექტემბერს გაავრცელა სახელმწიფო მედიამ, პლუტონიუმის და მაღალგამდიდრებული ურანის საწარმოები მთავარ, ნიონგბიონის ბირთვულ კომპლექსში კვლავ მოქმედებს.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ფხენიანი რაკეტების გაშვებით დაიმუქრა. ის, მისივე განცხადებით, მზად არის გაუშვას „სატელიტები“ გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტებით, რომლებსაც დასავლეთში მიიჩნევენ აკრძალულ რაკეტებად, რადგან ისინი, სავარაუდოდ, ატომური ბომბებით თავდასხმის საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ტერიტორიას.

ჩრდილოეთ კორეის განმარტებით, რაკეტების გაშვებით აღინიშნება კომუნისტური პარტიის იუბილე მომავალ თვეში. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას დასავლეთში მიიჩნევს საფრთხედ მთელი მსოფლიოსთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG