Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. მან განაცხადა, რომ ქვეყანა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საარტილერიო ცეცხლის გაცვლის შემდეგ იქნა მოწვეული.

აგვისტოში სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან განაახლა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის კრიტიკის შემცველი ინფორმაციის გავრცელება დემილიტარიზებული ზონის გასწვრივ სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლების საშუალებით. ფხენიანი ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობებზე სამხედრო დარტყმის განხორციელებით დაიმუქრა. 17 აგვისტოს სამრეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის რაიონში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ერთობლივი ყოველწლიური სწავლება დაიწყო. მანამდე ფხენიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს „მსოფლიოსთვის უცნობი იარაღის“ გამოყენებით დაემუქრა.

ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა ფორმალურ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან 1950-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის შემდეგ მათ შორის საშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG