Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ ჰეიგელმა დაასრულა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა. ის დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

ჩაკ ჰეიგელი საქართველოს გასული კვირის ბოლოს ეწვია და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

ჩაკ ჰეიგელი იმყოფებოდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრშიც, სადაც სიტყვით მიმართა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს.

XS
SM
MD
LG