Accessibility links

logo-print

17 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩახუნაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი. მან ილაპარაკა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემაზე და მცდარ მიდგომებზე საქართველოში. 16-22 ნოემბერს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ეგიდით მიმდინარეობს ანტიბიოტიკების მიმართ მედეგობის მსოფლიო კვირეული, რომლის მიზანია ინფორმაციის გავრცელება ანტიბიოტიკების არამართებულად გამოყენების საზიანო შედეგებზე. 16 ნოემბერს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" გამოაქვეყნა მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შესახებ ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხული ადამიანების 76% თვლის, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ყალიბდება, როცა სხეული ხდება ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული. სინამდვილეში კი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული ხდება ბაქტერია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG