Accessibility links

logo-print

დსთ: რა მოხდა 20 წლის წინ?


20 წლის წინ, 1994 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტის მაშინდელი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე იგონებს, ნაწილმა დეპუტატებისა, რომლებმაც ხმა მისცეს თანამეგრობრობაში შესვლას (ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა, რათა საჭირო ხმები შეეგროვებინა), “შეცბუნებულებმა და თავჩაღუნულებმა” დატოვეს სხდომა. მოგვიანებით ბევრმა მოინანია, ბევრი კი დიდხანს ამტკიცებდა, რომ დსთ-ში შესვლა - რუსეთის შანტაჟის შედეგი - ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.

XS
SM
MD
LG