Accessibility links

თბილსის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შეიძლება ცხოველთა სავალდებულო რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისთვის დადგენილმა ვადამ ერთი თვით გადაიწიოს. ვისთვის იყო სავალდებულო შინაური ცხოველის რეგისტრაცია 6 თვის ვადაში? რა განსხვავებაა რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას შორის და რა სახის ჯარიმა დაეკისრებათ მათ, ვინც დადგენილ ვადაში ცხოველს არ დაარეგისტრირებს?

ტასომ ლაბრადორი ბონი წლინახევრის წინ შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ბონი დამჯერი ძაღლია და მისი დაკარგვის შიში არ აქვს, მის ჩიპირებას უახლოეს მომავალში მაინც აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ყველა პატრონმა შეიძლება ძაღლის რეგისტრაცია ვერ მოახერხოს:

„მილიონი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც 40 ლარი უცებ ვერ გადაიხადო.არ მინდა კანონი დავარღვიო და განსჯის საგანი გავხდე. არ მჯერა, არარეალურად მიმაჩნია ყველა პატრონის და ძაღლის შემოწმება, მაგრამ, თუ შემამოწმეს, უხერხულად ვიგრძნობ თავს და უფრო მაგიტომ მინდა, თორემ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ექნება ამ ძაღლს ჩიპი თუ არა“.

8 ოქტომბერს შინაური ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადა იწურება, მაგრამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თაკო აბაშიძე ამბობს:

“რა თქმა უნდა, პატრულირება მოხდება და სხვადასხვა სახით შევაგროვებთ ინფორმაციას. ჩვენ ამ ეტაპზე დაჯარიმების უფლება არ გვაქვს, ამიტომ მათ, ვინც ვერ მოასწრო ცხოველების რეგისტრაცია, ერთთვიან შეღავათს დავუწესებთ. ჩვენთვის პრიორიტეტი ცხოველების რეგისტრაციაა და არა ვინმეს დაჯარიმება“.

მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნო იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის საკითხი. რეგისტრაციის წინაპირობა ცხოველის იდენტიფიცირებაა წესით დადგენილი სამიდან ერთ-ერთი საშუალებით. ეს არის მიკროჩიპი, ტატუირება ან საჭდე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინდენტიფიკაციის ფასის რეგულაციაში არ ერევა...

ინფორმაცია შინაური ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციაზე 2015 წლის აპრილში გავრცელდა და წესის ამოქმედებიდან დღემდე ყველა ცხოველის იდენტიფიკაცია უნდა მომხდარიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრონი ვალდებულია შინაურ ცხოველს ჩიპირება,სვირინგი, ანყურზე, ან ყელზე მიმაგრებული ნიშანი, ეგრეთ წოდებული საჭდე გაუკეთონ. შემდეგი ეტაპი რეგისტრაციაა - ამ დროს დგინდება, ვინ არის ცხოველის პატრონი.

ისინი კი, ვინც წესის ამოქმედების, ანუ 8 აპრილის,შემდეგ შეიძინა ცხოველი, ვალდებულები არიან შინაური ცხოველი დაუყოვნებლივ დაარეგისტრირონ.

თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. ყოველ 12 თვეში ერთხელ შინაური ცხოველის თავიდან რეგისტრაცია მაინც სავალდებულო იქნება მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლერი ქვარაია განმარტავს განსხავებას ცხოველის რესგისტრაციასა და მათ იდენტიფიკაციას შორის:

პოზიტიური მხარეები არის ის, რომ მე, როგორც მეპატრონეს, სხვა პასუხისმგებლობები მიჩნდება. ვეღარ შევძლებ ძაღლის ქუჩაში გაგდებას, ცუდად მოპყრობას, იმიტომ რომ ეს კანონშია გათვალისწინებული. მე ვალდებული ვარ ძაღლს მოვუარო, ვაჭამო, ავცრა...

„მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნო იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის საკითხი. რეგისტრაციის წინაპირობა ცხოველის იდენტიფიცირებაა წესით დადგენილი სამიდან ერთ-ერთი საშუალებით. ეს არის მიკროჩიპი, ტატუირება ან საჭდე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინდენტიფიკაციის ფასის რეგულაციაში არ ერევა. უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში ჩიპირება ღირს 15 ლარიდან 70 ლარამდე. ეს დაკავშირებულია ჩიპის ხარისხსა და ვეტერინარული კლინიკის მიერ გაწეულ ხარჯებთან“.

რეგისტრირებული ცხოველების ერთიან ბაზას ცხოველთა მონიტირინგის სააგენტო ადგენს. ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება კინოლოგიურ კლუბს, ცხოველების თავშესაფრებს და ვეტერინარულ კლინიკებსაც შეუძლიათ. მათ ამისთვის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან სპეციალური უფლება აქვთ მინიჭებული. მარიამ გუგუნავა, რომელსაც 3 წლის ლაბრადორი ჰყავს, მიიჩნევს, რომ ახალი წესი კარგია, თუმცა მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება:

“პოზიტიური მხარეები არის ის, რომ მე, როგორც მეპატრონეს, სხვა პასუხისმგებლობები მიჩნდება. ვეღარ შევძლებ ძაღლის ქუჩაში გაგდებას, ცუდად მოპყრობას, იმიტომ რომ ეს კანონშია გათვალისწინებული. მე ვალდებული ვარ ძაღლს მოვუარო, ვაჭამო, ავცრა. ამ ინფორმაციას ეს ჩიპი შეინახავს, მაგრამრამდენად გაკონტროლდება ეს ყველაფერი? მე ჩავუდგი ჩემს ძაღლს ჩიპი. ახლა სახელმწიფოს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა, რომ მან გამოიჩინოს ყურადღება“.

იმ შემთხვევაში, თუ პატრონები ცხოველებს არ დაარეგისტრირებენ, ჯარიმა დაეკისრებათ. ეს ჯარიმა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შრომის მინიმალური ანაზღაურების, 40 ლარის, მეხუთედია, ანუ 8 ლარი. ლერი ქვარაია სხვა დეტალებზეც საუბრობს:

„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს თანხა არ არის წესის დარღვევის შინაარსის ადეკვატური. რეალურად ჩვენ გამოგვდის რვა ლარი უმუშევარი მოქალაქის მიერ წესის დარღვევის შემთხვევაში და 20 ლარი - თანამდებობის პირის შემთხვევაში“.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ თბილისში ნაკლები უპატრონო ძაღლი და კატა იქნება. პატრონებმა ცხოველები უნდა დაარეგისტრირონ, ხოლო ეს პროცესი სახელმწიფომ გააკონტროლოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG