Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე კლინტონი მესამე ბუშის წინააღმდეგ?


აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დემოკრატი ჰილარი კლინტონი და ფლორიდის გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯებ ბუში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატებს შორის ყველაზე ცნობილი სახეები არიან. თავისი პოპულარობით მათ კამპანიისთვის დიდი თანხების მოზიდვა შეუძლიათ. თუმცა მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ მიიღებენ თუ არა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას.

ბოლოს, ჰილარი კლინტონი ქალიშვილთან, ჩელსისთან ერთად, ქალთა უფლებებისთვის ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

დემოკრატებს სურთ, რომ კლინტონი მარათონში მალე ჩაერთოს, მაგრამ მას ამ ეტაპზე, სახელმწიფო მდივნის თანმადებობაზე ყოფნის დროს პირადი ელ-ფოსტის გამოყენების გამო ახსნა განმარტებების კეთება უწევს.

„მე მჯერა ამერიკელი ხალხის. ისინი შეძლებენ პოლიტიკის და საჯარო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების მიღებას. მე უპრეცედენტო ნაბიჯი გადავდგი და კველა სამსახურეობრივი მიმოწერა საჯარო გავხადე,“-თქვა კლინტონმა.

პირადი ელ-ფოსტით წარმართული მიმოწერის შესახებ ატეხილი სკანდალი ძალიან გავს წარსულში, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიებს, აცხადებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივესიტეტის ანალიტიკოსი მეტ დალეკი:

„მოსაზრება იმის შესახებ, რომ კლინტონები ყოველთვის ცდილობენ რაღაცის დამალვას, მათი ნდობა არ შეიძლება, მათ სძულთ პრესა და განსაკუთრებულ დაპირისპირებაში არიან რესპუბლიკელებთან-ყველაფერი ეს თითქოს წარსულის გამოძახილია, ეს ალიაქოთს ქმნის ქვეყანაში, დემოკრატიულ პარტიასა და მედიაში.“

განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას რესპუბლიკელი ჯეფ ბუში.

„მე გამარჯვება მსურს. მინდა რომ ჩვენმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვოს. რასაკვირველია, კონსერვატორების წარმატება მსურს.“

ჯებ ბუში
ჯებ ბუში

ბუშს, რამდენიმე კონსერვატორ მოწინააღმდეგესთან პაექრობა მოუწევს. ასევე პრობლემას წარმოადგენს მისი ძმის პრეზიდენტობის არასასურველი ეპიზოდებიც.

„მიყვარს ჩემი ძმაც და მამაც. იმედია ამაში ცუდი არაფერია. მე ვამაყობ ქვეყნისთვის გაწეული მათი სამსახურით და იმ რთული გადაწყვეტილებებით, რომელთა მიღება მათ მოუხდათ. მაგრამ მე, ამავე დროს, დამოუკიდებელი პიროვნება ვარ.“

რამდენიმე რესპუბლიკელი საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებს და ახალი სახეებისადმი ინტერესმა შეიძლება ავნოს ბუშს-აცხადებს მეტ დალეკი:

„რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის ფართოდ მუსირებს მოსაზრება, რომ წარსული სახეები აღარ არიას საჭირო. ბუშის წინააღმდეგ ეს არგუმენტი აქვს ვისკონსინის გუბერნატორს სკოტ ვოკერს.“

ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი ჯონ ფორტიერი მიიჩნევს, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ გავხდეთ ბუშ-კლინტონის დაპირისპირების მომსწრენი.

„სავარაუდოდ მესამე ბუში მეორე კლინტონის მეტოქე იქნება, რაც ამერიკაში პოლიტიკური დინასტიების ჩამოყალიბების საშიშროების გამო ბევრს უხერხულობას უქმნის.“

ჰილარი კლინტონი და ჯებ ბუში თავიანთ კანდიდატურებს სავარაუდოდ მალე დაასახელებენ.

XS
SM
MD
LG