Accessibility links

logo-print

როდის ექნება საქართველოს მშენებლობის სტანდარტები?


რას და როგორ ვაშენებთ, დაცულია თუ არა სამშენებლო სტანდარტები და ვინ აკონტროლებს მშენებლობის პროცესს საქართველოში? ამ შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხები დღემდე არ არსებობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი ამ დრომდე მუშაობს ახალ სამშენებლო კოდექსზე, რომელიც საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემას, ქალაქთმშენებლობით გეგმებს და მათი შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურას მოიცავს. ამ კოდექსმა უნდა დაარეგულიროს სწორედ შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითადი მოთხოვნები, მშენებლობის ნებართვის გაცემა თუ მშენებლობაზე ზედამხედველობა. თუმცა მანამ, სანამ კოდექსი ამოქმედდება და საქართველოში ახალი სამშენებლო სტანდარტები დაინერგება, ქვეყანაში ბევრი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და არაჰარმონიზებული სამშენებლო ნორმა მოქმედებს. როგორც მშენებლებისა და არქიტექტორების ერთი ნაწილი ამბობს, ეს მნიშვნელოვნად აზარალებს სამშენებლო სექტორს, შესრულებული სამუშაოების ხარისხს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. რა ხდება ამ სფეროში და სანდოა თუ არა შენობები, რომლებიც ბოლო წლებში შენდებოდა და კვლავაც შენდება?

XS
SM
MD
LG