Accessibility links

logo-print

ერითრია, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, ეთიოპია, აზერბაიჯანი, ვიეტნამი, ირანი, ჩინეთი, ბირმა და კუბა-ამ ათივე ქვეყანაში ჟურნალისტთა დევნა და დაკავება ჩვეულებრივი ამბავია-ნათქვამია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ახალ ანგარიშში.

ანგარიშში, სადაც ჩინეთს ერთერთი წამყვანი ადგილი უჭირავს და იქ 44 ჟურნალისტი პატიმრობაშია, ასევე საუბარია ირანში განხორციელებული დაპატიმრებების და ძალდატანებითი გადასახლებების შესახებაც, რომელიც განსხვავებული აზრის გამოხატვას მოსდევს.

წელს, მთლიანობაში 200 ჟურნალისტი დააკავეს. კორტნი რადჩი, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელია ამბობს, რომ ჟურნალისტებისთვის დღევანდელ დღეს ბევრ ქვეყანაში არასახარბიელო და სახიფათო პირობებია შექმნილი:

"გასული სამი წელიწადი ჟურნალისტებისთვის ისტორიულად ყველაზე სახიფათო პერიოდი იყო. ამ წლებში მათი მკვლელობა და დაპატიმრებები უპრეცედენტო რაოდენობით დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 400-მდე ჟურნალისტის იძულებითი გადასახლება განხორციელდა."

განსხვავებული აზრის ჩასახშობად მთავროები ინტერნეტის ცენზურას მიმართავენ, ნათქვამია ანგარიშში. ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტზე მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას მიუწვდება ხელი. კუბაში, ბლოგერებს მხოლოდ უცხოეთის ქვეყნების საელჩოებიდან შეუძლიათ გაუფილტრავი ინტერნეტ მომსახურების კავშირის საშუალებით ატვირთონ ნაშრომები.

ჩინეთში, ინერნეტის 642 მილიონი მომხმარებელი დიდ , ე.წ. უსაფრთხოების შრეს ("ფაიერვოლი") ეღობება, რომელიც ოპოზიციურ ვებ გვერდებსა და სოციალურ მედიას ბლოკავს.

"ცენზურა ძალიან ძლიერი მექანიზმია, ის ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს. ცენზურის გვერდის ასავლელად, მომხმარებელს ხშირად, ძალიან კარგი ტექნიკური უნარები სჭირდება, რაც საკუთარი თავისა და წყაროების დასაცავად არის საჭირო"-, ამბობს კორტნი რადჩი.

აზერბაიჯანში, ინფორმაციის მიწოდების უმთავრესი არხია მაუწყებლბა, რომელსაც ფლობს და აკონტროლებს ან სახლემწიფო ან მისი მოკავშირე მედია. უდოური მაუწყებლობა ქვეყანაში იხშობა, ოპოზიციური პრესა იდევნება, სასამართლო განკარგულებებისა და გამოდევნების ჩათვლით. სულ ცოტა 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ციხეშია. მათ შორის არის ცნობილი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. ქვეყანა დატოვა არაერთმა გავლენიანმა ჟურალისტმა, დარჩენილებს კი მთავრობა დევნის, ფალსიფიცირებულ ბრალდებებს უყენებს და მოგზაურობას უკრძალავს

კორტნი რადჩის განცხადებით, ანალოგიური კვლევებისა და მოხსენებების გამოქვეყნება დევნილ ჟურნალისტებს ახსენებს, რომ მსოფლიო მათზე ფიქრობს და მათი დახსნისთვის ზრუნავს.

XS
SM
MD
LG