Accessibility links

logo-print
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკოსმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა. მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. ზემანმა ხმების 54.8% მიიღო, მისმა მეტოქემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფისკალურმა კონსერვატორმა, კარელ შვარცენბერგმა - 45.2%. ამომრჩევლის აქტივობა 59% იყო. ზემანი პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის ვაცლავ კლაუსს, რომელიც ამ თანამდებობაზე ორი ვადის განმავლობაში მოღვაწეობდა. ჩეხეთის პრეზიდენტის როლი დიდწილად ცერემონიულია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩეხებმა პრეზიდენტი პირდაპირი გზით აირჩიეს. აქამდე პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG