Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის ცემისთვის დააკავეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი


საქართველოს პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დააკავა ლაშა კვირკვაია, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5-ე განყოფილების უფროსი. დაკავება განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის იმ ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. „გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები“ - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG