Accessibility links

logo-print

გოჩა ვეტრიაკოვი: საქართველომ დიდი პროექტი დაკარგა


გოჩა ვეტრიაკოვი

გოჩა ვეტრიაკოვი

2006 წლის ოპერაციით კოდორის ხეობაში და რუს ჯაშუშ ოფიცერთა სკანდალით, რაც იყო დესტაბილიზაციის შექმნის შენიღბული მცდელობა, საქართველომ სერიოზული ინვესტიცია დაკარგა, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ში, ტეხასში მცხოვრები საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი გოჩა ვეტრიაკოვი, რომელმაც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურებისაკენ მიმართული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა შეიარაღებული ძალები და შემდეგ საქართველოც. ამერიკაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამად სერიოზული საინვესტიციო საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა ყურადღებით ადევნებს თვალს სამხედრო მშენებლობის პროცესს, კერძოდ კი, სამხედრო ფლოტისადმი „ქართულო ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას. „გულისტკივილით მივწერე ბატონ ირაკლი ალასანიას, რომ მას აქვს ანეკდოტური მდგომარეობა ამ მიმართულებით,“ - ამბობს გოჩა ვეტრიაკოვი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტეხასში დაუკავშირდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG