Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კაპანაძე: აღლუმმა აჩვენა, რომ უკრაინა არ აპირებს დანებებას


ვახტანგ კაპანაძე
ვახტანგ კაპანაძე

24 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქის ცენტრში ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. კიევის ცენტრში, პირადი შემადგენლობის გარდა, ჩაიარეს თანამედროვე ოპერატიულ-ტაქტიკური, საზენიტო-სარაკეტო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებისაგან შემდგარმა კოლონებმა. გამორჩეული სამხედროები ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, საბრძოლო ორდენებით დააჯილდოვა, ხოლო მოსკოვს ვლადიმირ მაიაკოვსკის ცნობილი ლექსიდან „უკრაინის ვალი“ მეტად ნიშანდობლივი სიტყვები შეახსენა. ამ სიტყვებს ისმენდა და უკრაინის ცენტრში სამხედრო აღლუმს თვალს ადევნებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ აღლუმმა თავის მიზანს მიაღწია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG