Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის გამოძიება და დაზარალებული ქალები


აგვისტოს ომის გამოძიება და დაზარალებული ქალები
please wait

No media source currently available

0:00 0:49:31 0:00

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ჰააგის სასამართლოში) მიმდინარეობს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რამაც გააჩინა იმ მაღალჩინოსნების დასჯის იმედი, ვინც საქართველოში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა, თუმცა გარკვეული კითხვები წარმოშვა რუსეთის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ უარი თქვას ჰააგის სასამართლოს წესდებაზე (რომის სტატუტზე) და, შესაბამისად, საერთაშირისო სასამართლოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გაწყვიტოს. შესაძლებელია თუ არა ამ ფაქტმა პრობლემები შეუქმნას გამოძიების პროცესს და გააწბილოს დაზარალებულები? ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ცნობით, საქართველოდან გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით. ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდეა და მათი უმრავლესობა ქალია. შესაბამისი მასალების თავმოყრისა და ჰააგაში გაგზავნის პროცესში დიდი როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გადაცემის სტუმრები არიან თამარ აბაზაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, და თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG