Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში ტერაქტების მოწყობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს


ბელგიის პროკურატურის თანახმად, დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ მონაწილეობდა ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში აფეთქებების მოწყობაში. ბილიალა ელ-მაჰუკი პარასკევს დააკავეს. ბრიუსელის ცენტრალურ ნაწილში ბელგიის პოლიციამ შაბათს დაასრულა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც არავინ დაუკავებიათ. 22 მარტს ბრიუსელში მოწყობილი აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG