Accessibility links

logo-print

თურქეთში დააკავეს მედიის სფეროში მომუშავე ცხრა პირი


პოლიცია ერთ-ერთი გაზეთის რედაქციის შენობასთან სტამბოლში

პოლიცია ერთ-ერთი გაზეთის რედაქციის შენობასთან სტამბოლში

სტამბოლის პროკურატურამ გასცა 35 ადამიანის, მათ შორის, ჟურნალისტების დაკავების ორდერი.

სამართალდამცველებმა ჩაატარეს რეიდები სტამბოლსა და ანკარაში და, გამოძიებისას გამოკვეთილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, დააკავეს ცხრა პირი, რომელთა შორის გაზეთ „ჰიურიეთის“ თანამშრომელიც არის. მედიის სფეროში მომუშავე ამ პირებს თურქეთის ხელისუფლება ამერიკაში მცხოვრები ფეთულა გიულენის მოძრაობის პროპაგანდაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ბრალდებულია 15 ივლისის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში. ამბოხების შემდეგ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანის ხელისუფლებამ 53 ჟურნალისტი დააკავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG