Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული საქონელი ოსურ მხარეს გადასცეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ოკუპირებული ტერიტორიიდან შესული მსხვილფეხა პირუტყვი დააკავეს. დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებში საქონელი ყოველდღიურად შედიოდა, ნათესებს, ხეხილს ანადგურებდა და ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებოდა. 7-მა ოჯახმა მორიგეობა დააწესა და გამთენისას 12 სული პირუტყვი დააკავა.

დაკავებული საქონელი ოსურ მხარეს გადასცეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00
გადმოწერა

დიცელები ზარალის ანაზღაურებას საქონლის პატრონისგან ითხოვდნენ, თუ არადა, პირუტყვის დაბრუნებას არ აპირებდნენ.

მურმან ბადაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დიცში, ადასტურებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა მსხვილფეხა პირუტყვმა ადგილობრივ მოსახლეობას ზარალი მიაყენა, თუმცა არ იცის, ვინ უნდა აანაზღაუროს დანაკარგი. მისი თქმით, საკითხი მოკვლევის პროცესშია და დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართავს.

დაკავებული საქონელი ადგილობრივმა პოლიციამ მოსახლეობას უკვე ჩამოართვა. ამ დროს პატარა ინციდენტიც მოხდა, რადგან დაზარალებულები საქონლის გადაცემას არ აპირებდნენ და სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ. პოლიციამ დიცის ტერიტორიიდან მსხვილფეხა პირუტყვი უკვე ოსურ მილიციას გადასცა. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG