Accessibility links

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები იმართება.

საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. ამერიკელი ხალხის და პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელით გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი აღნიშნავს, 26 მაისს სრულდება 25 წელიც საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობიდან.

„ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც რეგიონში დემოკრატიული პროგრესის მოწინავე მაგალითს და ეს მიღწევა მეტად აღსანიშნავია იმ დროს, როცა თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“, - ნათქვამია ჯონ კერის წერილში.

ჯონ კერი

ჯონ კერი

სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჯონ კერის განცხადებითვე, აშშ საქართველოს მადლიერია პარტნიორობისთვის და ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის ამ ქვეყნის და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად. „ამერიკის შეერთებული შტატები ელის უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მისალოც წერილში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG