Accessibility links

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერიაში 145 კონკურსანტმა, საკრებულოშიკი12 მათგანმა დააკმაყოფილა გასაუბრების პირობები და დაიწყო მუშაობა. 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა და უახლოეს დღეებში ამ თანამდებობებზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდება.

ატესტაცია და გასაუბრება უკვე გაიარა ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე 129 თანამშრომელმაც. მათგან, კონკურსის შედეგად, 69 დაინიშნება თანამდებობაზე.

ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსით უკმაყოფილონი არიან საჯარო მოხელეობის ის მსურველები, რომლებმაც ტესტირების შედეგად მაღალი ქულა მიიღეს, გასაუბრების შემდეგ კი საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთა სიაში არ აღმოჩნდნენ. პროფესიით იურისტი იპოლიტე ამბროლაძე ერთ-ერთია იმ კონკურსანტებს შორის, ვინც გასაუბრების ეტაპითუკმაყოფილოა.

კონკურსი წარუმატებლად დასრულდა ირაკლი მხეიძისთვისაც, რომელსაც განაცხადი ქუთაისის მერიის ხუთ ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი.

იმის გამო, რომ ტესტირების შედეგად მაღალი ქულის მქონე კანდიდატები გასაუბრების შემდეგ კონკურსს მიღმა დარჩნენ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს საკრებულოს წევრი, რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს გამჭვირვალედ არ მიიჩნევს ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია გოქაძე, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპა ჩვენი სახლია“. გია გოქაძისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიშალა კონკურსი 39 თანამდებობაზე.

კრიტიკას არ იზიარებს თვითმმართველობის თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. მისი განცხადებით, კომისიის მუშაობა საჯარო და გამჭვირვალეა, კანდიდატები კი შეჯიბრებითობის პრინციპით შეირჩნენ და არა ნაცნობობით.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში გასაუბრების შედეგებით უკმაყოფილო კონკურსანტების განაცხადები საპრეტენზიო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის თვითმმართველობამ 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსიმერიასა და საკრებულოში 196 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. 1 700-მდე კონკურსანტმა 5 000-ზე მეტიელექტრონული განაცხადი შეავსო. კონკურსის დასრულების შემდეგ, კანონის შესაბამისად, მერიასა და საკრებულოში 350 თანამშრომელი იმუშავებს შტატში და ხელშეკრულებით.

XS
SM
MD
LG